|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უპირველესია ადამიანის სიცოცხლე, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები"

სოფელ ნამოხვანში მიმდინარე სამძებრო სამუშაოეეთან და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა.

მისი თქმით, დაწყებულია გამოძიება და ყველას კითხვას მალე გაეცემა პასუხი.

"ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება. დაიწყო გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულოსმობს. უპირველესია ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. სხვა დამატებით კითხვაზე გამოძიება გასცემს პასუხს"- განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

კითხვაზე იყო თუ არა გაუჩინარებული მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში და თუ გამოიკითხა მისი თანმხლები პირი, პასუხობს, რომ ყველა კითხვას გამოძიება მოკლე ვადებში გასცემს პასუხს. მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მომდონარეობს, სამუშაოებში ნავებიც ჩართეს.

შეგახსენებთ, სოფელ ნამოხვანში ადიდებულ რიონში 30 წლამდე მამაკაცი გადახტა. ის ჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტებთან ერთად კარავში იმყოფებოდა. აქტივისტების თქმით, ის მათ  2 დღის წინ თბილისიდან შეუერთდა და მის შესახებ ბევრი არაფერი იციან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა