|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანში, ორი სოფლის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ვანში, ორი სოფლის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, რამდენიმე დღეა გზა ჩაკეტილია.

 

სოფლების - საპრასიისა და რომანეთის მოსახლეობას გადაადგილება საფრთხისშემცველ პირობებში უწევს. გზაზე, სადაც მეწყრის შედეგად დატოვებული ნარჩენებია, კვლავ ცვივა ქვები.


"უკვე რამდენიმე დღეა ასე ვწვალობთ: ამ ადგილამდე ერთ მანქანას მოვყავართ, მერე შიშით გადმოვდივართ ფეხით ჩაკეტილ მონაკვეთს და სხვა მარშუტკაში ვჯდებით. ველოდებით, როდის გაკეთდება გზა," - ამბობს გულიზა ხურციძე.


ვანის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადგილზე საჭიროა გეოლგოების მისვლა და მათ მიერ ტერიტორიის შესწავლა. მერიაში იმასაც აცხადებენ, რომ ყველა უწყება საქმის კურსშია და დროულად მოხდება დამეწყრილი მონაკვეთის გასაწმენდად სამუშაოების დაწყება.

Dijest.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა