|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ იქნებიან ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები?

მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარობის  კანდიდატების დასახელების  შემდეგ მთავარ ინტრიგას წარმოადგენს, თუ  ვის დაუპირისპირებს  მათ ოპოზიციური პარტიები.  კანდიდატურები ოფიციალურად  ჯერჯერობით მხოლოდ „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დაასახელეს, თუმცა მათი წარდგენა ქუთაისში ჯერ არ მომხდარა. "ნაციონალური მოძრაობის"  კანდიდატურების ვინაობა კი,  ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

 როგორც „ნიუპრესს“  „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსმა, ნიკა მელიამ განუცხადა,  პარტია მაჟორიტარობის კანდიდატებს ივლისის ბოლოს წარადგენს.  მისი განცხადებით, პარტია ქუთაისში სამივე მანდატის მოპოვებისათვის აქტიურად იმუშავებს:  „ჩვენი კანდიდატები იქნებიან არათუ კონკურენტუნარიანები, არამედ რეალური ფავორიტები ამ არჩევნებში ქუთაისში“, -განაცხადა მელიამ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“  ქუთაისის  # 47 საარჩევნო ოლქში გია თევდორაძის კანდიდატურას წარადგენს.   ამ ოლქში შედის ქალაქ მუზეუმი, ნიკეა, საფიჩხია,  და კახიანაური, ასევე ახლადშემომატებული თერჯოლის სოფლები:   გოდოგანი,  ჭოგნარი, კვახჭირი.   ამ ოლქში „ქართულ ოცნებას“ გენადი მარგველაშვილის კანდიდატურა ჰყავს დასახელებული.  „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ამ ოლქში ამომრჩევლის მხარდაჭერის მოპოვებას  გოგი ხაზარაძე შეეცდება.

№48 ოლქში  "ნაციონალური მოძრაობა"  კაკო ბობოხიძის კანდიდატურის  დასახელებას გეგმავს, თუმცა შესაძლებელია,  ეს კანდიდატურა შეიცვალოს.  ამ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებია:  გამარჯვება, ძელქვიანი,  უქიმერიონი.  მას მმართველი პარტიიდან ექიმი დიმიტრი მხეიძე გაუწევს   კონკურენციას.  ალასანიას გუნდიდან კი ამ ოლქში ბიზნესმენი გია გუმბერიძე იყრის კენჭს. ამ ოლქის მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას გეგმავს  „რესპუბლიკელი“ ნატო ქათამაძეც.

№49 ოლქში   კობა ნარჩემაშვილის კანდიდატურას  „ნაციონალური  მოძრაობა“ სავარაუდოდ,  გიგი წერეთლის კანდიდატურას დაუპირისპირებს. ალასანიას გუნდიდან აქ ჟურნალისტი ლელა სებუა იყრის კენჭს.  ამ ოლქში შემავალი მუნიციპალიტეტებია: ავტოქარხანა,  ბაკის უბანი, სულხან–საბა;  გამარჯვება – ჭავჭავაძის სადგურის მხარე.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა