|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წაგებულ სასამართლო დავაზე მერიაში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ

მერიის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელისა და მერიის სასამართლო დავის შედეგებზე მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ. როგორც მერიის პრესსსამსახურმა განაცხადა, მერიაში ამ დროისთვის სასამართლო გადაწყვეტილება არ არის მისული და კომენტარს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც განჩინება ჩაბარდებათ.

შეგახსენებთ, რომ ააიპის ხელმძღვანელმა სოსო გაბრიჭიძემ  ქუთაისს მერიას სასამართლო დავა მოუგო. სასამართლომ მერიას გაბრიჭიძის აღდგენა და განაცდურის გადახდაც დააკისრა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი