|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ"

"ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ", - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი2"-ის გერენალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა. 
მისი თქმით, ქიბარ ხალვაში იბრძვის არა ქონების დასაბრუნებლად, არამედ  თავისუფალი მედიის წინააღმდეგ.
„დადასტურდა ორი რამ - ქიბარ ხალვაში იბრძვის პერსონალურად "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ, მის შესაფერხებლად და ქიბარ ხალვაში არის სახელმწიფო და სახელმწიფო დგას მის მხარეს. ცინიკური და ირონიულია, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიტანა იგივე მოსამართლემ - თამაზ ურთმელიძემ, რომელიც არის ქართული სასამართლო სისტემის სირცხვილი, რომელიც იბრძვის თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, იბრძვის საკუთარი შვილებისა და ყველა ეკრანებთან მდგომი ადამიანების შვილების წინააღმდეგ, ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული მოსამართლეა და მაღალი ალბათობით ის არის კორუფციაში ჩაბმული და აღებული აქვს თანხა იმისათვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები გამოიტანოს", - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 
 სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის შესახებ ცნობილი დღეს გახდა  ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე,  ტელეკომპანია "საქართველოს" წილების დააყადაღა. 

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით,  იგეგმებოდა რუსთავი -2 საკონტროლო პაკეტის მფლობელი ტელეკომპანიის “საქართველო" წილების გასხვისება, კერძოთ,  წილების დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, დიმიტრი ჩიქოვანისთვის გადაცემა,  რაც გაართულებდა ხალვაშისათვის რუსთავი2-ის დაბრუნებას. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი აღნიშნული გადაწყვეტილებით, ეს პროცესი შეაჩერა და "საქართველოს" ქონება დააყადარა.გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ნიკა გვარამიას კრიტიკის სამიზნე გახდა.

 გენერალური დირექტორის თქმით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ამით ყველა ფინანსური არხი გადაეკეტა. მან დახმარებისათვის მოსახლეობას მიმართა. გვარამიამ საბანკო რეკვიზიტებიც გამოაქვეყნა, სადაც შესაძლებელი იქნება "რუსთავი 2"-ის დასახმარებლად თანხის გადარიცხვა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა