|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ "ზასტავა–2015" გაიმართება

10 წლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისში "ზასტაველობა" კვლავ აღინიშნება. 11 ოქტომბერს სახალხო დღესასწაულის აღსანიშნად სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. ადგილობრივებს საშუალება ექნებათ მივიდნენ და მათი უბნის დღესასწაულში მიიღონ მონაწილეობა. ღონისძიება 17.00 საათზე დაიწყება, რისთვისაც  რუსთაველის ქუჩის მონაკვეთი კიკვიძის ბაღიდან  ცხინვალის გადასახვევამდე გადაიკეტება. 

შეგახსენებთ, რომ "ზასტაველობის" აღნიშვნის დაბრუნება მოსახლეობამ ითხოვა. "ზასტაველებს" დღესასწაულის დაბრუნებაში  გამარჯვების ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე დაეხმარა.

ღონისძიების ორგანიზატორები უბნის მაჟორიტარი დეპუტატთან ერთად ბინათმესაკუთრეთა თავმჯდომარეთა ასოციაცია "ბათა" და # 23 საჯაროს სკოლასთან არსებული სამოქალაქო კლუბი "ევროინიციატორები" არიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა