|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე ორი ადამიანი დაიღუპა

 ზესტაფონი-ქუთაისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. საავადმყოფოში დაშავებულები გადაიყვანეს. 

შსს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა