|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჟურნალისტები ქუთაისის 90 -ე უბანზე მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვენ

მედიის წარმომადგენლებმა დღეს,  8 ოქტომბერს ქუთაისის 90-ე უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. 

GDS-ის ჟურნალისტის ირაკლი აკობიას თქმით, სულხან-საბას დასახლებაში, 90-ე უბანთან არსებულ ვითარებას იღებდნენ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, რომლებაც  სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს: "ფიზიკურად შეეხენ ჩემს ოპერატორს, ამ გაწევ-გამოწევაში მეც მომხვდა,  ასევე დაზარალდნენ სხვა მედიასაშუალების  წარმომადგენლები, დაზიანდა  ტექნიკა. ამ დროს იქ იმყოფებოდა ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე და იმერეთის ვიცე გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია. ვიცე გუბერნატორი თავიდან ცდილობდა გაშველებას, თუმცა შემდეგ  ტერიტორია დატოვა.  ძალიან სამწუხაროა, როდესაც ჟურნალისტებზე ანგარიშსწირება ხდება მათ მიერ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ეს საქმე გამოუძიებელი არ უნდა დარჩეს. სამწუხაროა, რომ  ვერ  ვხედავთ  ამ ფაქტთან დაკავშირების არასამთავრობო სექტორის აქტიურობას“-განაცხადა აკობიამ.

ტვ „იბერიას“ ჟურნალისტის, ლევან ფანცხავას თქმით,  არ უნდა  ხდებოდეს ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა. „იგივე მოთხოვნებით  წლების წინ ვიდექით აქ  და იგივე ხდება ახლაც. ჩვენ ვალდებულები ვართ ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას და ამაში ხელს არ უნდა გვიშლიდნენ“.

ჟურნალისტები ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების გამოვლენას ითხოვენ.

შეგახსენებთ, 90-ე უბანზე ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა