|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიტბორა

ტერიტორიაზე რამდენიმე სავაჭრო ობიექტი დაიტბორა. ობიექტების დატბორვის მიზეზად სანიაღვრე სისტემის გაუმართაობას ასახელებენ.

"ათის ნახევარზე გავაღე მაღაზია და ეს სიტუაცია დამხვდა, საპატრული და სამაშველო სამსახურები გამოვიძახეთ და სანამ ფეხსაცმელებისგან არ გაწმენდთ მაღაზიას,  მანამ ვერ ამოვტუმბავთო.  წყალი ქუჩიდანაა შემოსული,  სანიაღვრე არხმა წყლის გატარება ვეღარ შეძლო",-განაცხადა ერთ-ერთი ობიექტის კონსულტანტმა ნინო ძნელაძემ.

ანალოგიური მდგომარეობა იყო შექმნილი ქუთაისის უმეტეს ქუჩებში.  გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო ქუჩების დიდი ნაწილი დაიტბორა.   

როგორც ააიპი "სპეციალურ სერვისებში" აცხადებენ, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის გაწმენდა, რომელიც სილითა და საყოფაცხოვრებო დარჩენებით არის გაჭედილი. ააიპის წარმომადგენელი მოსახლეობას სანიაღვრე სისტემის დანაგვიანებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. 

ქუთაისში მოსული ძლიერი წვიმის დროს ქალაქის  დიდ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.  როგორც ენერგო პროჯორჯიაში განაცხადეს, გამორთვა ავარიული იყო.

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა