|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1-ელ აგვისტომდე მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს. 

„ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა, ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი“,-აღნიშნულია  ინფორმაციაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა