ტყიბულში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებს უწევენ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით სამედიცინო კონსულტაციებს მედიკოსები გაუწევენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოქალაქეებთან უკვე იმყოფებიან სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებიც დაზარალებულებს საჭიროებისამებრ პირველად დახმარებას აღმოუჩენენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტებითაც.
მხარის რწმუნებულის ლევან ზალკანიანის თქმით, მეწყრული პროცესების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა მათი მთავარი პრიორიტეტია.
ცნობისთვის, ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაინგრა. სტიქიის ზონიდან გამოყვანილი 45 ოჯახი ქუთაისისა და ტყიბულის სასტუმროებში არის განთავსებულები.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



16:26
14:17
17:28
17:19
19:31
















