|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 მაისს, ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე გალაკონცერტი გაიმართება

ქუთაისში  ორმაისობის დღესასწაულს ცენტრალურ მოედანზე გალაკონცერტი დაასრულებს.
 
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, სალომე ბაკურაძე და დათუნა სირბილაძე. 
 
ასევე ანსამბლები,  ,, შვიდკაცა“  ,, ალილო“ ,  ,, ქართული ხმები“ და  „თეატრალური კვარტეტი“ .
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.
 
გალაკონცერტში მომღერლების მონაწილეობისთვის ბიუჯეტი 70 000 ლარს გადაიხდის. 

ავტორი: