|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  იმერეთის დეპარტამენტის  ინსპექტორებმა თერჯოლაში ყველის საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს.

უწყების ცნობით, ფიზიკური პირი კ. კ. (მის: თერჯოლა, სოფ. კვახჭირი) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.

მათივე ცნობით, ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები.

„ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე, საქმიანობის აღიარებამდე და რეგისტრაციამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის  მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით", - აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.85%
გაუარესდა - 53.79%
არ შეცვლილა - 11.36%
სულ - 132 ხმა