საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს სომხეთი და საქართველო უმასპინძლებენ, - ამის შესახებ FIFA-ს მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.
„ეს იქნება FIFA-ს პირველი ტურნირი, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ერევანში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ისაუბრეს, მათი თქმით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა ორივე ქვეყნისთვის.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელ საქართველოს 20-წლამდელთა მსოფლიო თასის სახით, FIFA-ს ეგიდით გამართულ მსოფლიო რანგის ტურნირს პირველად მასპინძლობს.
ავტორი:



17:20
15:54
13:34
21:45
















