ქუთაისში „ჩერნობილელთა“ ხსოვნას პატივი მიაგეს
40 წელი შესრულდა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ, "ჩერნობილელ ვეტერანთა კავშირის" წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეების ხსოვნას.
ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების სალიკვიდაციო სამუშაოებზე ქუთაისიდან 129 ადამიანი იმყოფებოდა. დაზარალებულებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მატერიალური დახმარება გადაეცემათ.
ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
















