|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

1 ნოემბერს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით,  1 ნოემბერს ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით   შეეზღუდება ქუთაისისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების აბონენტების ნაწილს:

 

ქუთაისი. 1 ნოემბერს 07:00-დან 08:00 საათამდე - 1262 აბონენტს ბუხაიძის, ი.აბაშიძის, ჯავახიშვილი ქუჩებზე. 12:15-დან 14:00 საათამდე - 352 აბონენტს ავტომშენებლის ქუჩაზე.

 

ბაღდათი. 1 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე - 201 აბონენტს ქ. ბაღდათში რუსთაველის, 9 აპრილის, კახიანის, ენდელაძის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 17:00 საათამდე - 692 აბონენტს დიმში და პირველ ობჩაში.

 

სამტრედია. 1 ნოემბერს 08:00-დან 14:00 საათამდე - 4087 აბონენტს სოფლებში კულაში, ნინუაკუთხე, ღანირი, ნაბაკევი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 1539 აბონენტს დიდ ჯიხაიშში.

 

ზესტაფონი. 1 ნოემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე - 1105 აბონენტს სოფლებში არგვეთა, ქვედა საქარა, ხოხოულის დასახლება, ზოვრეთი. 11:00-დან 16:00 საათამდე - 1427 აბონენტს სოფლებში საზანო, ქვედა საზანო, სასახლე, შიმშილაქედი. 11:00-დან 18:00 საათამდე - 464 აბონენტს სოფლებში ტაბაკინი, კლდეეთი, კინოთი, ცხრაწყარო, თვრინი. 11:00-დან 18:00 საათამდე - 227 აბონენტს სოფელ ალავერდში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 459 აბონენტს სოფელ ფუთში. 12:00-დან 15:00 საათამდე - 416 აბონენტს სოფლებში არვეთა, პირველი სვირი  და ქვედა საქარა.

სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა