|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ლიბერთი ბანკი“ „ბაზისბანკმა“ შეიძინა

ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ბაზისბანკი ავრცელებს.

ბაზისბანკის ინფორმაციით, მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.

„მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, „ბაზისბანკის“ მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“. 

ავტორი: