1 ნოემბრიდან ქუთაისში ჭკვიანი კამერები ჩაირთვება
პირველი ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ჭკვიანი კამერები ჩაირთვება.
ახალი ვიდეოანალიტიკური პროგრამა შუქნიშნის წითელ ფერზე გავლას, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთას, სიჩქარის გადაჭარბებას, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობასა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობას დააფიქსირებს. კამერები დიდ ქალაქებში, მათ შორის ქუთაისში ჩაირთვება.
ამასთან, ახალი პროგრამა დამრღვევ ავტომანქანაზე ჯარიმას ავტომატურად გამოწერს, თუმცა აღნიშნული ჯარიმა მართვის მოწმობის ქულებზე არ იმოქმედებს.
გარდა ამისა, პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება ჯარიმების გადახდის ახალი სისტემაც. კერძოდ, თუ დამრღვევი ჯარიმას, სმს-ის მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაიხდის, ამ შემთხვევაში, ის 20%-იანი შეღავათით ისარგებლებს.
შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















