|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 ქვეყანა, საიდანაც ქუთაისში ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის

ტურიზმის განვითარება ერთ–ერთ პრიორიტეტად დასახელდა ქუთაისში. ადგილობრივი ხელისუფლება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ქალაქში სხვადასხვა სერვისების დანერგვას აპირებს.

ტურისტების შემოდინების კუთხით მნიშვნელოვანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ევროპის ქვეყნებში.

მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმათველობის ქონების მართვის სამსახურმა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომელთაც ტურისტების შემოდინების მხრივ პირველი 10 ადგილი უჭირავთ. სია 2012–2015 წლების მონაცემებით არის შექმნილი.

პირველ ადილზეა პოლონეთი, მას მოსდევს უკრაინა, ისრაელი, გერმანია და  ლიტვა, შემდეგ მოდიან: ჩეხეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, საფრანგეთი და  აშშ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი