12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 20 807 ადამიანმა დააფიქსირა
12:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქუთაისში საკუთარი არჩევანი 20 807 ადამიანმა დააფიქსირა, რაც საერთო ამომრჩევლის 13.67-%ია.
საოლქო კომისიის ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, არსებული მონაცემები ნაკლებია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ამავე პერიოდის მონაცემებთან. ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ 6 საჩივარია შესული. "აქედან ორი ტექნიკურ ხარვეზს ეხება, სამი საკონტროლო ფურცლის შევსებისას დაშვებულ შეცდომას და ერთი დარღვევა ის არის, რომ რეგისტრატორს გადაჰყვა ორი ერთნაირი ბიულეტენი," - განაცხადა ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, სადაც 152 561 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















