|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2024 წლის აღწერის მონაცემებით, იმერეთში 510 741 ადამიანი ცხოვრობს

2024 წლის აღწერის მონაცემებით, იმერეთის მოსახლეობის რაოდენობით თბილისის შემდეგ პირველ ადგილზეა. 

თბილისში ცხოვრობს 1 331 485 კაცი, რაც საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტს შეადგენს. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე  ადგილს იკავებს იმერეთი (510 741 კაცი), ხოლო მესამე ადგილზეა  ქვემო ქართლი (441 630 კაცი) იმერეთის მოსახლეობა საერთო რაოდენობის 13 პროცენტს შეადგენს,  ხოლო ქვემო ქართლის 11 პროცენტს.

აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581 ადამიანს შეადგენს, ამათგან 2 048 577 ქალია, რაც  52%-ს შეადგენს, ხოლო 1 881 004  მამაკაცი, რაც მოსახლეობის  48%-ია.

ცნობისთვის, საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა