მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტს ტოვებს - საკადრო ცვლილებები მთავრობაში
მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსის პოსტს ტოვებს, მისთვის მთავრობის სტრუქტურაში ახალი თანამდებობა - სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა – ამის შესახებ „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძეს ასევე დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტს, მამუკა მდინარაძეს გეკა გელაძე შეცვლის. გელაძის პოსტს, შს მინისტრის სავარძელს - აჭარის მთავრობის მეთაური სულხან თამაზაშვილი დაიკავებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიცე პრემიერის პოსტს შეითავსებს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. შესაბამისად, მთავრობას სამი ვიცე პრემიერი ეყოლება, - ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი და მამუკა მდინარაძე.
ავტორი:



21:51
15:17
15:16
14:26
















