12 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი ამომრჩევლის 14, 28 პროცენტმა გააკეთა
12 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 21 847-მა მოქალაქემ გააკეთა, რაც საერთო ამომრჩევლის 14, 28 პროცენტია.
#59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის კვლავ მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მისი თქმით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე შეფერხება არ ყოფილა.
ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნებზე 152 932 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 77 სარჩევნო უბანი. ქალაქის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში არ მონაწილეობს პროტესტის ნიშნად.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა