14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება
14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. 1978 წელს ქართული ენის დასაცავად მასობრივმა გამოსვლებმა კულმინაციას 14 აპრილს მიაღწია.
ქართული კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების, სტუდენტების, დისიდენტების, ქართველი ხალხის მრავალათასიანმა საპროტესტო გამოსვლებმა ხელისუფლება აიძულა, უარი ეთქვა საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომელიც ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსს უკარგავდა.
მოვლენის აღსანიშნავი ძეგლი დაიდგა თბილისში, რომელსაც "დედაენის ძეგლი" ქვია. ამავე სახელწოდების ძეგლი არის ქუთაისშიც, სადაც თარიღთან დაკავშირებული ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















