|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

16 აპრილს სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება

 16 აპრილს,  ქუთაისის მერია, ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თხოვნითა და პარტნიორობით, ორგანიზებას გაუწევს სისხლის უანგარო დონაციის აქციას.

აღნიშნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის განცხადებით, ინსტიტუტის სისხლის ბანკიდან 40-მდე კლინიკა მარაგდება.

დონაციის აქცია უსაფრთხო პროცესია, რომლის შედეგად დონორიც იღებს სარგებელს, რადგან სისხლის გაცემის პროცესი ხელს უწყობს სისხლში ახალი უჯრედების წარმოქმნას და აახალგაზრდავებს მას.

წამახალისებელია ის ფაქტი, რომ დონორებს უმაღლესი ხარისხის აპარატურის საშუალებით ჩაუტარდებათ საკმაოდ ძვირადღირებული გამოკვლევები /ჰემოგლობინის, სისხლის საერთო ანალიზისა და რეზუსჯგუფის დადგენის გარდა კვლევები ვირუსებზე: შიდსი, სიფილისი, A,B da C ჰეპატიტი/და ანალიზების პასუხებს მიიღებს თითოეული მონაწილე კონფიდენციალურად.

აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ადგილობრივებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კეთილშობილურ საქმეში.

ავტორი: ნიუპრესი