|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 მაისს ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
„11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე, მოძრაობა შეწყდება რუსთაველის გამზირზე- პირველი საჯარო სკოლიდან, დავით აღმაშენებლის მოედანზე, კინო "საქართველოს" მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირზე და ფალიაშვილის ქუჩაზე.
შესაბამისად, შეიცვლება ქუთაისის მუნიციპალური ტრანსპორტის დადგენილი სვლაგეზები:
N1 მარჯვენა - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს პირველ საჯარო სკოლასთან, გაივლის ცისფერყანწელთა ქუჩას და პუშკინის ქუჩის გავლით სვლას განაგრძობს წერეთლის გამზირზე.
N1 მარცხენა - თამარ მეფის გამზირიდან ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, წერეთლის გამზირის გავლით გადავა აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის გავლით, წითელი ხიდიდან განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N3 - აღმაშენებლის მოედნის ნაცვლად, ჩაუხვევს გურამ ფანჯიკიძის ქუჩაზე, შემდეგ, კინო ''საქართველოს'' მიმდებარე ტერიტორიიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.
N4 - ცისფერყანწელთა ქუჩის გავლით გადავა პუშკინის ქუჩაზე, შემდეგ წერეთლის გამზირზე, მანდარიას ქუჩიდან - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე და წითელი ხიდიდან სვლას განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.
N5 - ცისფერყანწელთა ქუჩიდან გადავა პუშკინის ქუჩაზე, წერეთლის გამზირისა და მანდარიას ქუჩის გავლით - თამარ მეფის გამზირზე, გურამ ფანჯიკიძის ქუჩისა და წერეთლის გამზირის გავლით - აღმაშენებლის გამზირზე და გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, წითელი ხიდიდან კი, განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.
N6 - გალაკტიონ ტაბიძის ქუჩიდან, ნაცვლად რუსთაველის გამზირისა, იმოძრავებს დავით და კონსტანტინეს ქუჩით და ლესელიძის ქუჩიდან განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.
N10 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
N19 - რუსთაველის გამზირიდან შეუხვევს ცისფერყანწელთა ქუჩაზე, პუშკინის ქუჩით გადავა წერეთლის ქუჩაზე, მანდარიას ქუჩის გავლით- თამარ მეფის გამზირზე, სოლომონ მეორის ქუჩიდან იმოძრავებს საფიჩხიის ცენტრის მიმართულებით და განაგრძობს ჩვეული სვლაგეზით.
N20 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს წითელი ხიდიდან.
N41 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა, იმოძრავებს გურამ ფანჯიკიძის ქუჩით და წერეთლის გამზირის გავლით განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით.
N141 - ნაცვლად აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩისა, იმოძრავებს გელათის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩიდან - საფიჩხიის მოედანზე და განაგრძობს მოძრაობას ჩვეული სვლაგეზით", - ნათქვამია ინფორმაციაში.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.07%
გაუარესდა - 54.07%
არ შეცვლილა - 11.85%
სულ - 135 ხმა