2026 წელს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში 8 702 მსჯავრდებული შეხვდა
2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული, - ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც უწყება საქსტატის განცხადებას ეხმიანება.
პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას გადაამოწმონ, რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება.
„მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მცდარ წარმოდგენებს ქმნის არსებული რეალობის შესახებ“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
ავტორი:





14:14
13:03
11:08
11:06












