|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტები 4.3%-ით გაიზარდა

 საქართველოდან უცხოეთში ტურისტული მიზნით სულ უფრო მეტი ადამიანი მიემგზავრება, - ამის შესახებ ნაჩვენებია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში.

მათი ცნობით, 2026 წლის პირველ კვარტალში გამყვანი ტურიზმის მაჩვენებლები 4.3%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების 640.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, მოგზაური არის ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ვიზიტორი კი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის მოგზაური, რომელმაც განახორციელა ვიზიტი საკუთარი ჩვეული გარემოდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით.

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა