რა არის ჰანტავირუსი, რომლითაც საკრუიზო გემზე რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა
ჰანტავირუსით საკრუიზო გემზე 3 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო მონაცემებით ინფიცირებულია 8 ადამიანი. - მომხდარმა უკვე გამოიწვია საერთაშორისო რეზონანსი და მასთან დაკავშირებით განცხადება ჯანმომაც გააკეთა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული შემთხვევები საყურადღებოა, თუმცა ეს ეპიდემიის გავრცელებას არ ნიშნავს.
ვირუსთან დაკავშირებით განმარტება აკეთებს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.
„ბევრი შეკითხვაა ჰანტავირუსთან დაკავშირებით კრუიზზე მომხდარი ეპიდაფეთქების და ლეტალური შემთხვევების გამო.
კრუიზმა MV Hondius მოგზაურობა დაიწყო არგენტინიდან და მასზე მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.
ჰანტავირუსით ინფიცირებული მგზავრებიდან 3 გარდაიცვალა (ორი ჰოლანდიელი და ერთი გერმანელი), რამდენიმე პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ათეულობით მგზავრმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, დატოვა გემი და შესაბამისად, ამ ქვეყნებში ამ ადამიანებზე ზედამხედველობა გახდა საჭირო.
ჰანტავირუსები მღრღნელების მიერ გავრცელებული ვირუსების ჯგუფია, რომლებსაც ადამიანებში მძიმე დაავადებების გამოწვევა შეუძლიათ. ადამიანები, როგორც წესი, ინფიცირდებიან ინფიცირებულ მღრღნელებთან, ძირითადად მათ ბიოლოგიურ სითხეებთან (შარდი, ფეკალიები, ნერწყვი) კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი ხანგრძლივია, შეიძლება 8 კვირამდე გაგრძელდეს.
ლეტალობის მაჩვენებელი 20-50%-ია. ჰანტავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოპულმონური სინდრომი (HCPS) — მძიმე რესპირატორული დაავადება, რომლის დროსაც ლეტალობის მაჩვენებელი 50%-მდე აღწევს. ჰანტავირუსის კიდევ ერთი გართულებაა ჰემორაგიული ცხელება თირკმლის სინდრომით (HFRS).
ჰანტავირუსების ერთ-ერთი ქვეტიპი (Andes virus) შეიძლება ადამიანიდან ადამიანზე გადაეცეს. ეს ქვეტიპი არგენტინაში ცირკულირებს და რადგან კრუიზმა სტარტი სწორედ არგენტინაში აიღო, ეს შემთხვევაც ამ ქვეტიპით არის გამოწვეული.
ჰანტა არ არის ახალი ვირუსი. შემთხვევები ყოველწლიურად გვხვდება სხვადასხვა კონტინენტზე. ამჟამად განსაკუთრებული ყურადღება ამ ინფექციის მიმართ და საყოველთაო შეშფოთება სწორედ კრუიზის ეპიდაფეთქებამ გამოიწვია", - დაწერა ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა




11:45
18:03
17:18












