|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის აღსაყდრება შედგა

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ახალარჩეული პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია მიმდინარეობს. 

საზეიმო ლიტურგიის დროს ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები, კერძოდ, საპატრიარქო მიტრა, ასევე კუნკულ-ბარტყული (თავსაბურავი) ჯვარ-პანაღია და კვერთხი.

ცერემონია საზეიმო წირვით დაიწყო, რომელსაც წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ.

ინტრონიზაციას ესწრებიან ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და მინისტრთა კაბინეტის წევრები. სვეტიცხოველში მივიდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ინტრონიზაციასთან დაკავშირებით მსახურება 10:00 საათზე დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს – იმედის დღეს აღნიშნავს.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა