2025 წელს გერმანიაში 1448 საქართველოს მოქალაქე დასაქმდა
2025 წელს წარმატებით შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა 1448 საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში, სეზონურ სამუშაოებზე შეუძლიათ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები საბერძნეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან ცირკულარულ მიგრაციასთან დაკავშირებით ორმხრივი შეთანხმებების გაფორმების მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ცირკულარული შრომითი მიგრაციის მიმართულებით ხელშეკრულებები და შესაბამისი ოქმები გაფორმებულია 4 პარტნიორ ქვეყანასთან, კერძოდ: გერმანიასთან, ისრაელთან, საფრანგეთთან და ბულგარეთთან, თუმცა ანგარიშში მხოლოდ გერმანიაში დასაქმების სტატისტიკაა მოყვანილი, დანარჩენ ქვეყნებში დასაქმების შესაძლებლობით კი მოქალაქეები ჯერჯერობით ვერ სარგებლობენ.
ავტორი:



15:55
11:45
18:03












