|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ“

ქუთაისში მუსიკის მოყვარულებს გამორჩეულად ემოციური და მაღალი პროფესიული დონის მუსიკალური საღამო ელოდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის ოპერის თეატრი ავრცელებს.

მათი ორგანიზებით, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 15 მაისს, საგუნდო და სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება. 

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება.

ოპერის თეატრის მასში მონაწილეობენ: პოლონეთიდან მოწვეული სოლისტი - რიშარ ჟოლენძევსკი (საქსოფონი), ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდი, ხელმძღვანელი და დირიჟორი - ირინე ლომინაძე, ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი - რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით.

საღამოს პროგრამა აერთიანებს მე-20 საუკუნის ფრანგული მუსიკის გამორჩეულ ნიმუშებს საქსოფონისა და სიმფონიური ორკესტრისთვის. კამერული გუნდის შესრულებით წარმოდგენილი იქნება ვახტანგ კახიძის საგუნდო ციკლი „Vita“, რომელიც ლათინურ ტექსტებზეა შექმნილი.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა