სუდანის, უგანდის, პაკისტანის - რომელი ქვეყნის მოქალაქეები გააძევეს საქართველოდან
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ეთიოპიის, პაკისტანის, კენიის, ირანის, ბელარუსის, ეგვიპტის, ტაჯიკეთის, რუსეთის, ერაყის, ზიმბაბვეს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, სომხეთის, სუდანის, უგანდის, უზბეკეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 74 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა




15:25
21:40
15:55
19:56












