მთავრობა შტატგარეშე თანამშრომელთა ლიმიტის 5%-ით ზრდას გეგმავს
საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი.
დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება.
საჯარო უწყებებში 10%-ზე მეტის ოდენობით შტატგარეშე მოხელეების დასაქმება ამჟამადაც იყო შესაძლებელი, თუმცა ამას მთავრობის ადმინისტრაციის ნებართვა ესაჭიროებოდა, ახლა კი 15%-ის ლიმიტი იმოქმედებს.
ეს ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე კონკრეტულ უწყებას განსაზღვრული აქვს 300 ადამიანის შტატი, მას დამატებით შტატგარეშედ 45 ადამიანის დასაქმება შეეძლება, ნაცვლად 30-ისა.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მითითებული ამჟამად სახელმწიფო უწყებებში რამდენი შტატგარეშე მოხელე არის დასაქმებული, შესაბამისად ეს ინფორმაცია კვლავ წლიდან წლამდე გაუმჭვირვალედ რჩება. თუმცა, ცნობილია ის საბიუჯეტო ანაზღაურება რასაც აღნიშნული პირები იღებენ. მაგალითად, 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, შტატგარეშე მოხელეთა მიერ მიღებული ანაზღაურება 154.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით მეტია.
ავტორი:




15:25
21:40
15:55
19:56












