მთავრობა სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აბრუნებს
მთავრობა სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს აბრუნებს. ამის შესახებ მთავრობამ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. აღნიშნული ცვლილები სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების მერებსა და მათ მოადგილეებსაც შეეხება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის შრომის სტიმულირების მნიშვნელოვან მექანიზმს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავრობის წევრების, სახელმწიფო რწმუნებულების, მერების – და მათ მოადგილეებისთვის, მსგავსი სახით თანხის აღება „მოქმედი კანონმდებლობით შეზღუდულია”. აღნიშნული ინიციატივით კი, ხელმძღვანელ პირებს ექნებათ საშუალება „სხვა თანამშრომლების მსგავსად, წაახალისონ მოადგილეების საქმიანობაც”
დოკუმენტის თანახმად, ცვლილებებით გათვალისწინებული პირთა წრეზეა დამოკიდებული „განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულების ძირითადი ტვირთი” და ამიტომ ეს ფულადი ინიციატივა მათი შრომის „წახალისების მნიშვნელოვანი ბერკეტი იქნება”.
როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ზემდგომი თანამდებობის პირმა მოადგილეს შესაძლოა მისცეს ფულადი ჯილდო ან სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური სამუშაოს ან/და დამატებითი ფუნქციების შესრულებისათვის, მათ შორის, „ღამის საათებში, დასვენების/უქმე დღეს და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის”.
„ამასთან, გასათვალისწინებელია კანონით დადგენილი შეზღუდვები, კერძოდ, სახელფასო დანამატის ერთდროული ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს 1 თვის ოდენობას, ხოლო წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი სახელფასო დანამატის ოდენობა – თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 20%-ს.
ხოლო, ფულადი ჯილდოს შემთხვევაში, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირის მიერ წლის განმავლობაში მიღებული ფულადი ჯილდოს საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ პირის მიერ დაკავებული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგოს წლიური ოდენობის 10%-ს” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ცნობისთვის, 2018 წლიდან პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემა მნიშვნელოვნად შეზღუდული უყო.
ავტორი:



15:24
15:25
21:40
15:55












