|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

17 ნოემბერს 1 008 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება

დაბალი წნევის გაზსადენზე  სარემონტო-საექსპლუატაციო  სამუშაოების მიმდინარეობის გამო  17 ნოემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ქუთაისში ბუნებრივი გაზის მიწოდება 1008 აბონენტს შეუწყდება. 

გაზის მიწოდება შეუწყდება, სხირტლაძის, დები იშხნელების, ისიანის, ყაზბეგის, ბაგრატის, ანტონ კათალიკოსის, გაფრინდაშვილის, ცაცხვების, ჩანჩიბაძის, ჭანტურიას, ჭაბუკიანის, ქეთევან წამებულის, რუსთაველის გამზირის, დავითი და კონსტანტინეს ქუჩის აბონენტებს.

შპს „სოკარ ჯორჯია -გაზი“ იმერეთის რეგიონული ოფისის  ქუთაისის ბიზნეს ცენტრი ბოდიშს იხდის შექმნილი უხერხულობის გამო  და აბონენტებს მოუწოდებს გათიშულ მდგომარეობაში ქონდეთ გაზის ყველა ხელსაწყო.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა