|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"18 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს"-გივი ჭიჭინაძე

"2016 წლის 18 ნოემბერი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შეფასებისას. მისი თქმით, იმერეთის დეპუტატია ბევრ სასიკეთოს გააკეთებს რეგიონისათვის. "იმერეთიდან ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 11 მაჟორიტარი დეპუტატია წარმოდგენილი და მე მჯერა, რომ ისინი ძალიან ბევრ სასიკეთო და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. მადლობას ვუხდი ყველა იმ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი დაუჭირა ქვეყნის თავისუფლებას, სწრაფ განვითარებასა და კეთილდღეობას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იმერეთის რეგიონის თითოეული მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო ორიენტირებული იქნება მოქალაქეების პრობლემების გადაჭრაზე და მათი უფლებების დაცვაზე.  საქართველოს პარლამენტს კი საინტერესო და წარმატებულ ოთხწლიან მოღვაწეობას ვუსურვებ“, –განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.

 შეგახსენებთ, მეცხრე მოწევევის პარლამენტის პირველი სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა,   სხდომას საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, მინისტრთა კაბინეტისა  და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომაზე მოწვეულ სტუმრებს შორის ქუთაისის მერი შოთა მურღულია და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე არიან.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა