|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიაში 19 წლის ქუთაისელი სტუდენტი გარდაიცვალა

19 წლის ქუთაისელი ბახვა იმედაძე გერმანიაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბახვა ორშაბათს დილით, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

"ნიუპრესის" ინფორმაციით, ბახვა იმედაძე გერმანიაში პრაქტიკული სწავლების კურსით იმყოფებოდა. ის ექვსთვიანი  პროგრამით გერმანიაში 25 აგვისტოს გაემგზავრა.  ის ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე  "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ბახვა იმედაძეს, სტატუსი შეჩერებული ქონდა და მათ სტუდენტად აღარ ითვლებოდა.

"ფაქტი ნამდვილად მოხდა, მაგრამ რა მიზეზით, არ ვიცით, ის იყო  ჩვენი სტუდენტი, მაგრამ გაცვლითი პროგრამის გამო შეიჩერა სტატუსი და წავიდა, ამიტომ ჩვენ ამ შემთხვევაზე  პასუხისმგებლობა არ გვეკისრება. მომხდარის გამო მწუხარებას გამოვთქვამთ", -განაცხადა შალვა კირთაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სტუდენტის გადმოსვენების პროცესში ჩართულია საქართველოს საკონსულო. 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა სტუდენტის გარდაცვალების მიზეზი. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა