2 აგვისტოს ქუთაისისა და იმერეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:
ქუთაისი. 02 აგვისტოს 07:00-იდან 12:00 საათამდე - ფიდერ წყალსადენის 1342 აბონენტს ქუთაისში ლესელიძის, ჩანჩიბაძის, რუას, ქეთევან წამებულის და მიმდებარე ქუჩებზე. 03 აგვისტოს 07:00-იდან 12:00 საათამდე - ფიდერ N58-ის 1265 აბონენტს ჯავახიშვილის, ნიკოლაძის, მეველის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე. 03 აგვისტოს 07:00-იდან 12:00 საათამდე - ფიდერ N92-ის 1864 აბონენტს რუსთაველის, ბარათაშვილის, ჯავახიშვილის, გველესიანის და მიმდებარე ქუჩებზე.
ტყიბული. 02 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „ნიკნეულას“ 562 აბონენტს ქ. ტყიბულში ჩხეიძის, გაბრიაძის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „საავადმყოფოს“ 252 აბონენტს ზედუბანში, დაბაძველში, საწირეში. 11:00-დან 18:00 საათამდე - ფიდერ „ცუცხვათის“ 372 აბონენტს სოფელ ცუცხვათში და ოხომირაში.
ბაღდათი. 02 აგვისტოს 14:00-დან 16:00 საათამდე - ფიდერ „კიკნაველეთის“ 780 აბონენტს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნერგეეთი, ზეგანი და საკრაულა.
საჩხერე. 02 აგვისტოს 11:30-დან 14:30 საათამდე - ფიდერ „მერჯევის“ 985 აბონენტს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერჯევი და ივანწმინდა.
ამბროლაური. 03 აგვისტოს 07:00-იდან 11:00 საათამდე დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 3400 აბონენტს ქალაქ ამბროლაურში, სოფლებში ფუტიეთი, ზემო სხვავა, ძირაგეული, წესი და მიმდებარე სოფლებში.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















