|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2 აგვისტოს ქუთაისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისში,  02 აგვისტოს მაღალი ძაბვის ქვესადგურში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 06:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება დაახლოებით 6030 აბონენტს- ინფორმაციას ენერგო პრო ჯორჯია ავრცელებს.

 დენის მიწოდება შეფერხდება  რუსთაველის, ჯავახიშვილის, ბარათაშვილის, ვაჟა-ფშაველას, პეტრიწის და მიმდებარე ქუჩებზე, გორაზე და ჭომის დასახლებებში.

ხოლო გადამცემ ხაზზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00-დან 15:00 საათამდე ელმომარაგება შეეზღუდება 1338 აბონენტს ლესელიძის, ჩანჩიბაძის, რუას, ქეთევან წამებულის, პეტრე იბერის  და მიმდებარე ქუჩებზე.

17:00-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება 448 აბონენტს ვაჟა ფშაველას, დები იშხნელების, წყალტუბოს, დავით და კონსტანტინეს და მიმდებარე ქუჩებზე.

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა