|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაარღვია თუ არა კანონი ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა?

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, მირანდა კუპრავამ პერსონალური ნიშნების შემცველი ინფორმაცია გაასაჯაროვა.

საქმე ეხება, 2 დეკემბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილი თეატრში გამართულ საქველმქმედო კონცერტს, რისთვისაც  მერიამ ჰონორარის სახით 13 639 ლარი გადაიხადა,   რამაც საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია  გამოიწვია. დეტალური ინფორმაციისათვის „ნიუპრესმა“ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. ვიდრე პასუხს ოფიციალურად მივიღებდით, მერიის კულტურის განყოფილების უფროსმა, მირანდა კუპრავამ ჩვენს მიერ გაგზავნილი წერილი სოციალურ ქსელში განათავსა, იმის ნიშნად, რომ ჩვენი ინტერესით მის საქველმოქმედო საქმიანობას ჩრდილი მივაყენეთ. აღნიშნული ქმედებით, მან სავარაუდოდ,  დაარღვია პერსონალური ინფორმაციის შესახებ არსებული კანონი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" იურისტის თეონა გორდაძის განცხადებით, ინფორმაცია, რომელსაც წერილის სახით გამოვითხოვთ, არის მიმართული მხოლოდ ერთი კონკრეტული პირის, ან სამსახურის მიმართ და შეიცავს პერსონალურობის ნიშნებს და მისი გასაჯაროება, როდესაც არ იკვეთება, გასაჯაროების ლეგიტიმური მიზანი, შეიძლება შეფასდეს დარღვევად, თუმცა კანონმდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ზუსტ რეგულაციას არ ითვალისწინებს.

მირანდა კუპრავამ  საჯარო სივრცეში განათავსა ასევე ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხი.

აღნიშნული ინფორმაციით, დასტურდება, რომ კონცერტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 13 639 ლარი გამოიყო, რისი დიდი ნაწილიც ჰონორარს მოხმარდა.

ბილეთებიდან შემოსულმა თანხამ კი შეადგინა 4 055 ლარი. ამ თანხიდან ნაწილი გაიხარჯა საორგანიზაციო სამუშაოებზე, საბოლოოდ კი ფონდში, სხვა შემოწირულობებთან ერთად, ქალაქის სახელით  3 420 ლარი გადაირიცხა.

 

გთავაზობთ მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის ამსახველ ფოტოებს.

 

 

 

  

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა