პირველ კლასში რეგისტრაცია დაიწყო
2019-2020 სასწავლო წლისათვის, პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი იწყება და 2019 წლის 2 მაისიდან – 17 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციას ამ ეტაპზე უშუალოდ სკოლაში გადიან ის ბავშვები: რომელთა და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომელთა მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომელთა ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ ის ბავშვები შევლენ, ვინც ამ დღეს უკვე იქნება ექვსი წლის.
რაც შეეხება მისაღები პირველკლასელების კონტინგენტს, ცნობილია და, როგორც მინისტრის მოადგილემ განგვიმარტა, 57 ათას ბავშვს ელოდებიან, ადგილების რაოდენობა კი 59 000-ს შეადგენს.
პირველ ეტაპზე წელს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებმა გაიარეს რეგისტრაცია, მათი რაოდენობის შესახებ ზუსტი რიცხვები, თუ რამდენი დარეგისტრირდა და რამდენს დაუდგინდა სპეციალური საჭიროება, ჯერ ცნობილი არ არის.
edu.aris.ge
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















