|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

20 ქუთაისელი მხატვარი იტალიაში გაემგზავრა

20 ქუთაისელი მხატვარი, ქუთაისთან დამეგობრებულ იტალიურ ქალაქ კოზენცოში გაემგზავრა. ისინი 2 კვირის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის პლენერში, ვორქშოფში და თავიანთ შემოქმედებას იტალიელ კოლეგებს გააცნობენ.

მხატვრები გამგზავრებამდე, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მიიღო და წარმატებები უსურვა. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისი საერთაშორისო მასშტაბებით კულტურის და ხელოვნების მიმართულებით ჩანდეს და ამისთვის ქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურს გაიღებს. 

"ქუთაისელი მხატვრები ათეული წლებია არ გასულან საზღვრებს გარეთ და მათი შემოქმედება  უცხოელ კოლეგებს არ გაუცვლიათ. ჩვენ გვყავს სახელოვანი და პროფესიონალი მხატვრები. მიგვაჩნია, რომ მათი შემოქმედება ქალაქის სახელით საზღვრებს უნდა გასცდეს. ვზრუნავთ იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქის კულტურა და ხელოვნება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიცნონ,"- განაცხადა  გიორგი ჭიღვარიამ.

მხატვრების ვიზიტი იტალიაში, ქუთაისის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა