2010-2016 წლებში ქუთაისის თვითმმართველობამ 2 509 სამშენებლო ნებართვა გასცა
ქუთაისის მერის განცხადებით, ქალაქში მშენებლობების ტემპმა მოიმატა. შოთა მურღულიამ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქის იერსახის შესანარჩუნებლად მშენებლობები გაკონტროლება, რის ერთ-ერთი საუკეთესო ბერკეტადაც განვითარების სტრატეგიული გეგმა სახელდება.
2010 წლიდან დღემდე თვითმმართველობის მიერ 2 509 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რომელიც წლებისა და ტიპის მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება.
ცხრილი 1: სამშენებლო ნებართვების რაოდენობა
|
წელი |
მრავალსართულიანი კორპუსები |
სასტუმრო |
კერძო ბინათმშენებლობა |
სხვა ტიპის მშენებლობები |
რეკონსტრუქცია, დემონტაჟი, ვადის გაგრძელება |
სულ |
|
2010 |
3 |
35 |
117 |
128 |
283 |
|
|
2011 |
7 |
2 |
28 |
80 |
192 |
309 |
|
2012 |
4 |
2 |
36 |
78 |
267 |
387 |
|
2013 |
6 |
4 |
42 |
106 |
284 |
442 |
|
2014 |
13 |
4 |
30 |
89 |
266 |
402 |
|
2015 |
2 |
3 |
36 |
97 |
280 |
418 |
|
2016 (იანვარი-ივლისი) |
4 |
2 |
23 |
56 |
183 |
268 |
2016 წლის განმავლობაში გაცემული 268 ნებართავა მხოლოდ შვიდი თვის მონაცემებს შეესაბამება. მერიაში ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ეს სტატისტიკა 430-440-მდე გაიზრდება.
გაცემული ნებართვების მონაცემები მშენებლობის ფართის მიხედვით შედმეგნაირია;
ცხრილი 2: სამშენებლო ნებართვები ფართობის მიხედვით და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტები
|
წელი |
2010 |
2011 |
2012 |
2013 |
2014 |
2015 |
2016 (იანვარი- ივლისი) |
|
გაცემული ნებართვები კვ.მ-ობით |
48 336,54 |
135 248 |
61 792,58 |
90 591,21 |
101 928,026 |
92 885,24 |
70 693,72 |
|
ექსპლუატაციაში მიღებული |
24 703 |
26 413 |
83 923 |
31 639 |
46 097 |
85 448 |
46 862 |
გაცემული ნებართვების უმეტესობა კერძო მშენებლობასა და სხვადასხვა ტიპის კატეგორიის მშენებლობაზე მოდის. ასევე, მაღალი მაჩვენებელია რეკონსტრუქცია-დემონტაჟსა და მშენებლობის ვადის გაგრძელებაზე.
მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობებზე გაცემული ნებართვების რაოდენობა წლების მიხედვით იცვლება. ამ მხრივ წარმატებული წელი 2014 აღმოჩნდა, როდესაც მერიის მიერ 13 მრავალსართულიანი კორპუსის და 4 სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაიცა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მრავალსართულიანი კორპუსებიდან ნაწილი დევნილების საცხოვრებელზე მოდის. დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ქუთაისში რამდენიმე კორპუსი ააგო, რომელთა მშენებლობაზე ნებართვა მერიამ გასცა.
რაც შეეხება სასტუმროებს, ქუთაისში პირველი ბრენდირებული სასტუმროს მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, მისი მშენებლობა წელს დასრულდება.
წყარო:factcheck.ge
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















