|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"2012 წლიდან მოყოლებული უმუშევრობა 2,7%-ით არის შემცირებული"

2012 წლიდან მოყოლებული უმუშევრობა 2,7% არის შემცირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გაერთიანებულ  საკომიტეტო სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, კერძო სექტორში ბრუნვა  13,9%-ით არის გაზრდილი და 9 თვეში ეს არის 37,8 მილიარდი ლარი. ასევე გაზრდილია დასაქმება და  ხელფასები 8,3%-ით. 
"მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი და ამაზე მინდა შევჩერდე. ხელფასებთან მიმართებაში ჩვენთან ყოველთვის არის საუბარი ინფლაციურ მაჩვენებელსა და ხელფასს შორის, ანუ რამდენად მსყიდველუნარიანია ხელფასი, რომელიც მიეცა ადამიანს იმასთან შედარებით, რაც იყო შარშან. ჩვენ გაცილებით ნაკლები გვაქვს ინფლაცია, ვიდრე იყო ხელფასის მატება", - განაცხადა ქუმსიშვილმა. 
მანვე აღნიშნა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული 2,7% არის უმუშევრობა შემცირებული. 

შეგახსენებთ, მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე,  მომავალი მინისტრები  დღეს  პარლამენტში შეიკრიბნენ და საკომიტეტო შეხვედრები გამართეს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა