"2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაღალი აქტივობა ქუთაისში არ ყოფილა"
"2012 წლის არჩევნების შემდეგ ასეთი მაღლი აქტივობა ქუთაისში არ ყოფილა - განაცხადა ქუთაისის #59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა.
მისი თქმით, ქუთაისში ყველა უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ბოლო მონაცემებით, ხმა 65 000 ამომრჩეველმა მისცა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 41, 45 %–ია.
ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, მონაცემები წინასწარია და შესაძლოა, შეიცვალოს.
საოლქო კომისიაში 38 საჩივარი შევიდა, საჩივრების განხილვა 30 ოქტომბერს მოხდება. ყველაზე მეტი 12 „საიას“ საჩივარია, 10 „ პარლამენტართა საზოგადოების“, 6 საჩივარია „ ნაციონალური მოძრაობის“ , „სამართლიანი არჩევნების“4.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















