|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა იგეგმება ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში?

ქუთაისის ცენტრალურ სკვერში არსებულ შენობაში განთავსდება სივრცე “ქუთაისი - საუნივერისტეტო ქალაქი”, - ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მათი ცნობიოთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთაან თანამშრომლობით შემუშავდა სივრცის კონცეფცია, რაც გულისხმობს ქუთაისის, როგორც საუნივერსიტეტო ქალაქის პოპულარიზაციას.
 
„სივრცე გააერთიანებს 4 საგანმანათლებლო ზონას: ციფრული უნარების, ხელოვნური ინტელექტის და STEM სისტემების ზონა; კულტურული, სოციალური და შემეცნებითი ზონა; ახალგაზრდების მომსახურებების ზონა; დასვენების, კომუნიკაციის და შეხვედრების ზონა.
კონცეფციის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ორგანიზაციები, ქალაქის სტუმრები. სივრცეში ყველა უნივერსიტეტს და საგანმანათლებლო ორგანიზაციას ექნება შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი პროექტები, მოიწვიოს სტუმრები, გამართოს დისკუსიები, ჩაატაროს პანელური შეხვედრები, უმასპინძლოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს", - აცხადებს ქუთაისის მერია.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა