2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა
2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მედიაპროექტის ცნობით, თანხის 69 პროცენტი მხოლოდ ხელფასებში დაიხარჯა.
"დღემდე დამკვიდრებული პრაქტიკით, რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტი ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივ მთავრობებზე ზეწოლის ბერკეტია.
გუბერნატორის ადმინისტრაციები მუნიციპალიტეტების არჩეული მერების საქმიანობაში ჩარევას ცდილობენ.
2014 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა დაფინანსება, პირიქით, გაიზარდა.
2014-2022 წლებში ამ ინსტიტუტის თანამშრომელთა ხელფასებში ბიუჯეტიდან 41 მილიონი დაიხარჯა, გაორმაგდა გუბერნატორების ხელფასებიც და 5,900 ლარი გახდა.
თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია გუბერნატორის ინსტიტუტის არსებობა", - ნათქვამია კვლევაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



12:21
16:16
14:41
11:37
06:00
















