|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2015 წელს ქუთაისში პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში 3 მილიონი ლარი დაიხარჯა

ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა გასული წლის ანგარიში წარადგინა. სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ნაკაძიშიძემ არასამთავრობო სექტორს, საკრებულოსა და მედიას იმ პროექტების შესრულების ანგარიში წარუდგინა, რაც 2015 წელს განხორციელდა.

საბინაო სამსახური ჯამში  15 პროექტს ახორციელებს, რომელთა შესასრულებლადაც დაახლოებით სამი მილიონი ლარი დაიხარჯა. 

"ჩვენ წარვადგინეთ ანგარიში. სამსახური თავის თავში 15 პროექტს მოიცავს და ეს პროექტები ძირითადად მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. პროგრამა "კორპუსში" ამხანაგოგების თანადაფინანსებით ეზოების, კორპუსების, ლიფტების, პარაპეტებისა და სხვა საკითხების მოწესრიგებას გულისმობს. ჯამში ,გასულ წელს ჩვენ 461 რეაბილიტირებული ობიექტი ჩავაბარეთ ქალაქს. რაც შეეხება მიმდინარე წელს, უკვე გამოცხადდა ტენდერი ასზე მეტი ეზოს  მოსაწესრიგებლად, ასევე გრძელდება წინადადებების მიღება და ვიმედოვნებთ, რომ 2016 წლის ანგარიში გაცილებით მასშტაბური იქნება",–განაცხადა ვლადიმერ ნაკაშიძემ.

მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოებიცა და ანგარიშის პრეზენტაციაც დადებითად შეაფასა ქალაქის მერმა. შოთა მურღულიას განცხადებით, აღნიშნული სამსახური მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და იმ საკითხების მოგვარებას ახდენს, რასაც მოსახლეობა მხოლოდ საკუთარი ხარჯებით ვერ შეძლებს.                                    

მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ბიუჯეტი წელს 5 მილიონ ლარს შეადგენს. თუმცა, ვინაიდან სამუშაოების ნაწილი თანადაფინასებით ხორციელდება, შესრულებული სამუშოაების ბიუჯეტი გაცილებით დიდია. მერიის გადაწყვეტილებით, წელს პარაპეტების დაფინანსება შეიცვალა და მოსახლეობის  წილი 20-ის ნაცვლად 10 პროცენტი გახდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი