2015 წელს საქართველოში 35 096 დანაშაული მოხდა
შსს მის დაქვემდებარებაში არსებული ყველა უწყების სტატისტიკურ ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყება მოიცავს საქართველოში არსებულ იმ სამინისტროების სტრუქტურაში შემავალ დანაყოფებს, რომლებიც თავიანთი ქვემდებარეობის მიხედვით აწარმოებენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმეებზე, კერძოდ: საქართველოს მთავარი პროკურატურა, იუსტიციის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არსებული სტატისტიკით, 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 35096 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 21 176 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 60.34%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.92%.
რაც შეეხება ტეროტორიულ დანაყოფებს გასულ წელს, 2015 წლის იანვარ-დეკემბრის თვეებში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 25 494 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 17 177 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 67.38%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.72%.
უშუალოდ დეკემბერში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 3612 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 357 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 37.57%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული მატებაა +3.97%.
ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2446 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1 185 დანაშაული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















